სააკაშვილი: რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი მქონდა, თითქმის არ გამიგია

არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. აი, დაავადებებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი [კორონავირუსი] რამდენიმე კვირის წინ, მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. რამდენიმე კვირის წინ [კოვიდინფიცირებული] ვიყავი და თითქმის არ გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. მე იმას ვიძახი, რომ არ უნდა გვეშინოდეს, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველა ნორმა დავიცვათ, ნიღაბი ვატაროთ, ხელები დავიბანოთ, მაგრამ ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია. ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია…

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები