რუსულ ვაქცინას ცხინვალის მოსახლეობაზე ცდიან

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში თავისივე შემუშავებული ვაქცინის გამოცდას ატარებს. სამედიცინო ცდებში მონაწილეობას მოხუცებსაც აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პენსიის მოხსნით ემუქრებიან.

რეკლამა
eudora.ge

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ექიმების ჩასვლას „სითინიუსთან“ საუბრისას ადასტურებს თინა ფილიევი, რომელიც ცხინვალიდან საკუთარი სურვილით დაგვიკავშირდა.

ქალბატონი თინას თქმით, ცხინვალში რუსული ჯარის სამედიცინო ნაწილი ჩადგა, კარვებში განთავსდა და მოსახლეობის აცრას აპირებს.

ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა პანიკაშია.

„ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, მთელი მოსახლეობა პანიკაშია. ცხინვალში ჩამოვიდნენ რუსი სამხედრო ექიმები და 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს უკეთებენ ნემსს. გვითხრეს, რომ ამ ნემსის შემდეგ ადამიანი იცოცხლებს 3 წელი და შემდეგ მოკვდება. მე შინიდან ვერ გავდივარ ეპიდემიის გამო, რადგან უკვე მოხუცი ვარ და მეშინია.

ხალხი ამბობს, რომ პუტინს მოხუცები აღარ უნდა და ამიტომ აპირებს მათ თავიდან მოშორებას. ახალგაზრდებს კი ისეთ ნემსებს უკეთებენ, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცოცხლონ.

სამხედრო ექიმები დაბანაკებული არიან ცხინვალის ცენტრში, სტადიონთან, კარვებში და ამ ეტაპზე იღებენ მხოლოდ ახალგაზრდებს. აქ უმეტესობა მოხუცები ვართ დარჩენილი და გვეშინია. გვეუბნებიან, რომ თუ არ გავიკეთებთ ამ ნემსს, პენსიას მოგვიხსნიან, ხოლო ახალგაზრდები თუ იტყვიან უარს, სამსახურს დაატოვებინებენ“.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები