რუსეთში COVID-19-ის მეორე ვაქცინაც ტესტირების დასრულებამდე დაარეგისტრირეს

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპის დაწყებამდე დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. მიმდინარე წლის აგვისტოში იქ სრულფასოვანი შემოწმების გარეშე რეგისტრაციაში COVID-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი პრეპარატი Sputnik V გაატარეს.

EpiVacCorona-ს სახელით ცნობილი ვაქცინა, რომელიც ამინომჟავების მოკლე ჯაჭვის, პოლიპეპტიდების საფუძველზეა შექმნილი, ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ნოვოსიბირსკის ოლქში განლაგებულ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრ “ვექტორში” დაამზადეს. პრეპარატი ჯერჯერობით მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის 100 მოხალისეზე გამოცადეს. რუსი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და ვაქცინაციას გართულებები არ მოჰყოლია, თუმცა კვლევის ადრეული ეტაპის შესახებ ოფიციალური ანგარიში ამ დრომდე არსად გამოქვეყნებულა.

რუსეთის მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, EpiVacCorona-ს გამოცდის მესამე ეტაპი, რომლის მიზანიც პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შემოწმებაა, ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება და მასში 40 ათასი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. წინასწარი მონაცემებით, “ვექტორი” უახლოეს მომავალში ვაქცინის 60 ათასი დოზის გამოშვებას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, გამოიყენებენ თუ არა მას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ტესტირების დასრულებამდე.

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპის დაწყებამდე დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა. მიმდინარე წლის აგვისტოში იქ სრულფასოვანი შემოწმების გარეშე რეგისტრაციაში COVID-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი პრეპარატი Sputnik V გაატარეს.

რაც შეეხება მიმდინარე წლის აგვისტოში სრულფასოვანი შემოწმების გარეშე რეგისტრირებულ კიდევ ერთ რუსულ ვაქცინას Sputnik V, გამოცდის ბოლო ეტაპზე, რომელიც ახლახან დაიწყო, ის უკვე 13 ათასი ადამიანის ორგანიზმში შეიყვანეს. გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრისა და კომპანია “ბინნოფარმის” მიერ დამზადებული პრეპარატის ტესტირებაში მონაწილეობა სულ 40 ათასმა მოხალისემ უნდა მიიღოს. მათ ერთ ნაწილს ორგანიზმში ადამიანის ადენოვირუსის საფუძველზე დამზადებული ვექტორული ორკომპონენტიანი პრეპარატის ორ დოზას შეუყვანენ, მეორეს კი – პლაცებოს. რუსი მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ამ გზით Sputnik V-ის უსაფრთხოება და ეფექტურობა დამტკიცდება, რაც მასთან დაკავშირებულ ეჭვებს გაფანტავს.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები