რუსეთში სამხედრო დანიშნულების “განკითხვის დღის თვითმფრინავი” გაძარცვეს

რუსეთში, ტაგანროგის აეროპორტში, სამხედრო დანიშნულების თბითმფრინავი, Ил-80 გაძარცვეს, რომელსაც მეტსახელად “განკითხვის დღის თვითმფრინავს” უწოდებენ. ეს სახელი მისი დანიშნულებიდან მომდინარეობს – საომარი მოქმედებების, განსაკუთრებით ატომური ომის დაწყებისას თვითმფრინავში რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო პირები განთავსდებიან და მას საჰაერო სამეთაურო პუნქტის დანიშნულებით გამოიყენებენ.

თვითმფრინავში ასევე მოთავსებულია სპეციალური მოწყობილებები, რომელიც განკუთვნილია მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვისთვის.

რუსული მედიის ცნობით, ტაგანროგში თვითმფრინავი შასის დამჭერი მოწყობილობისათვის ზეთის გამოსაცვლელად დააყენეს. რემონტის განმავლობაში თვიოთმფრინავიდან მოიპარეს რადიოაპარატურა, მისთვის განკუთვნნილი ბლოკები და სქემების პლატები.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები