რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 20,582 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სადიანაც 6,253 მოსკოვში დაფიქსირდა, სულ ქვეყანაში ინფიცირების 1,733,440 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეკლამა
eudora.ge

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 378 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 29,887 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები