რომის პაპი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს

რომის პაპი ფრანცისკე I კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებს.

რეკლამა
eudora.ge

პონტიფიკოსის თქმით, ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ.

„მომავალ კვირას ვატიკანში ვაქცინაციას დავიწყებთ. ვაქცინას მეც გავიკეთებ, რადგანაც ასეა საჭირო,“-განაცხადა პაპმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები