როდის შემოვა საქართველოში ვაქცინა

ფარმაკოლოგიური კომპანია Moderna-ს განცხადებით, კორონავირუსის ექსპერიმენტული კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა თითქმის 95%-ის შემთხვევაში ეფექტიანია.

ამ საკითხზე  ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს.

„იმედებს ზოგადად ვამყარებთ, თუმცა რა იქნება ამას დრო გვაჩვენებს, რადგან ჯერ ვაქცინები უნდა დამზადდეს, შემდეგ განაწილდეს და ჩვენამდე მოაღწიოს, ასევე დეტალურად უნდა ვნახოთ კვლევის პროცესი როგორ წარიმართა.

მოდერნამ თქვა, რომ 30 000 ადამიანიდან, 15 000 იყო ვაქცინის ჯგუფი და 15 000 იყო პლაცებოს ჯგუფი, ანუ არაფერს არ უკეთებდა. 9 შემთხვევა იყო ვაქცინის ჯგუფში კორონას შემთხვევის. 90 ვინც წყალს იკეთებდა, (ანუ პლაცებოს) და თქვეს, რომ ამ 9 პაციენტიდან, ვინც ვაქცინირებული დაავადდა კორონათი მძიმე დაავადება არსად არ წავიდა. ამიტომ, ეს ძალიან დამაიმედებელი ინფორმაციაა, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით მეტი დეტალიზაცია გვჭირდება, ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა ვიყოთ ძალიან აღფრთოვანებულები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

მისი თქმით, 2-3 კვირაში კიდევ გამოჩნდება რამოდენიმე ვაქცინა.

ვაქცინის საქართველოში შემოტანა როდის იქნება შესაძლებელი? 

რეკლამა
eudora.ge

„დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ, როდესაც ვაქცინის სანდოობა დამტკიცდება“,- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები