როგორ ჩავატაროთ სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები გამოვიყენოთ და რა უნდა ვიცოდეთ მათი მოხმარებისას?

კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან არა­ერთ ადა­მი­ანს მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის გამო მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში უწევს, ამი­ტომ, სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვად უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა – თუ რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­ზინ­ფექ­ცია, COVID-19-ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იზო­ლა­ცი­ის შემ­დეგ?

ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექიმი ნინო მჭედ­ლიშ­ვილი ambebi.ge-თან საუბრობს:

– ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც მო­გახ­სე­ნებთ და რო­მელ­საც უნდა მივ­ყვეთ: COVID-19-ის გა­მომ­წვე­ვი აგენ­ტი გახ­ლავთ SARS-CoV 2, ვირუ­სის გა­და­ცე­მა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი წვე­თე­ბით და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოა, გა­და­ცე­მის სხვა გზე­ბის არ­სე­ბო­ბაც. კონ­კრე­ტუ­ლად ამ ვირუ­სის გა­რე­მო­ში გამ­ძლე­ო­ბა ბო­ლომ­დე შეს­წავ­ლი­ლი არ არის, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია სხვა ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლოდ 6-9 დღით რჩე­ბა სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე, შემ­დეგ კი გა­ნიც­დის ინაქ­ტი­ვა­ცი­ას.

იზო­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის, უმ­ჯო­ბე­სია, სახ­ლი და­ი­კე­ტოს 1-2 კვი­რით და შემ­დეგ და­სუფ­თავ­დეს, თუმ­ცა თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, და­სუფ­თა­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ შემდეგი:

• და­ი­ცა­ვით თვა­ლე­ბი და კანი, ამის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ სათ­ვა­ლე ან ფარი, პირ­ბა­დე (უმ­ჯო­ბე­სია, ფილტრის მქო­ნე ნი­ღა­ბი (FFP) რეს­პი­რა­ტო­რე­ბი) და ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი

• კარ­გად გა­ა­ნი­ა­ვეთ ოთა­ხი;

• პირ­ველ რიგ­ში გა­ა­სუფ­თა­ვეთ საპ­ნი­თა და წყლით ხილ­ვა­დი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი არე;

• დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის შე­არ­ჩი­ეთ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ხსნა­რე­ბი, რო­მე­ლიც ანად­გუ­რებს კო­რო­ნა­ვირუსს, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ამე­რი­კის გა­რე­მოს დაც­ვის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი; • სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს ზუს­ტად და­ი­ცა­ვით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დოზა;

• ხსნა­რის გა­ზა­ვე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლი (თუ არ აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა ეტი­კეტ­ზე);

• არ შე­უ­რი­ოთ რამ­დე­ნი­მე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა ერ­თმა­ნეთს;

• შე­ა­მოწ­მეთ ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ხსნა­რის ვადა, აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა და მისი პრო­ცენ­ტო­ბა;

• ზუს­ტად და­ი­ცა­ვით მი­თი­თე­ბუ­ლი დრო, თუ რამ­დენ ხანს უნდა და­ტო­ვოთ ხსნა­რი ზე­და­პირ­ზე, რათა იყოს ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად;

• ქი­მი­უ­რი ხსნა­რე­ბი შე­ი­ნა­ხეთ ბავ­შვის­გან და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლას;

• და­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცი­ის დროს ოთახ­ში არ უნდა იყოს ას­თმის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რად­გან ხსნა­რის სუნს შე­უძ­ლია, ას­თმის შე­ტე­ვის გამ­წვა­ვე­ბა;

ყვე­ლა­ზე იაფი, ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქლო­რის შემ­ცვე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თხე­ვა­დი ფორ­მით, ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტი (NaOCl, Sodium Hypochlorite) შე­დის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მა­თეთ­რებ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია 0,1%-ი ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა (გან­ზა­ვე­ბა 1:50 თუ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მა­თეთ­რე­ბე­ლი – სა­წყი­სი 5%-იანი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით, ე.ი. 20 მლ უნდა გან­ვა­ზა­ოთ და­ახ­ლო­ე­ბით 1 ლიტრ წყალ­ში). აღ­ნიშ­ნუ­ლი ხსნა­რი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ გა­ზა­ვე­ბი­დან 24 სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და და­ტო­ვოთ ზე­და­პირ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 წუთი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ აზი­ა­ნებს მე­ტალს, ალა­ქა­ვებს ტან­საც­მელს, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­იწ­ვი­ოს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის, კა­ნის, თვა­ლე­ბი­სა და სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცუ­დად გა­ნი­ა­ვე­ბულ სივ­რცე­ში.

– იმ ზე­და­პი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს ნატ­რი­უ­მის ჰი­პოქ­ლო­რი­ტის შე­დე­გად, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ?

რეკლამა
eudora.ge

– ასეთ დროს შე­საძ­ლოა, 70% კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ეთა­ნო­ლის (სა­მე­დი­ცი­ნი სპირ­ტი) ან სხვა პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა, ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით გაწ­მენ­დის შემ­დეგ. გა­სათ­ვა­ის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეთა­ნო­ლი სწრა­ფად ორ­თქლდე­ბა, აა­ლე­ბა­დია, აზი­ა­ნებს სი­ლი­კონს, პლასტმასს და რე­ზი­ნას. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად უნდა გა­იწ­მინ­დოს ისე­თი ზე­და­პი­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ხში­რად ხდე­ბა შე­ხე­ბა (კედ­ლე­ბი, კა­რე­ბი, სა­ხე­ლუ­რე­ბი, ფან­ჯრე­ბი, უნი­ტა­ზი, აბა­ზა­ნის ზე­და­პი­რე­ბი, ტექ­ნი­კა). ყვე­ლა ქსო­ვი­ლი (მა­გა­ლი­თად, თეთ­რე­უ­ლი, ფარ­დე­ბი და ა.შ.) უნდა გა­ი­რე­ცხოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია 90°C-ზე და და­ე­მა­ტოს სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა. უნდა ეცა­დოთ, არ და­ბერ­ტყოთ თეთ­რე­უ­ლი, ეს იმის­თვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი იყოს ვირუ­სის ჰა­ერ­ში მოხ­ვედ­რის რის­კი.

– და­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მო­ცი­ლე­ბი­სას პირ­ვე­ლად რის­გან უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ?

– გა­ი­ხა­დეთ მე­ტად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი – ხა­ლა­თი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი!

• ხა­ლა­თის გახ­დი­სას მი­ნი­მა­ლუ­რად შე­ე­ხეთ სა­მა­ჯე­ებს და ხა­ლა­თის წინა ზე­და­პირს; ხა­ლა­თი გა­ი­ხა­დეთ „ამობ­რუ­ნე­ბის“ პრინ­ცი­პით – შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პი­რი მო­აქ­ცი­ეთ გა­რეთ, ისე, რომ ხა­ლა­თის გახ­დას­თან ერ­თად, ხელ­თათ­მა­ნე­ბიც „ამობ­რუ­ნე­ბის“ პრინ­ცი­პით გა­ი­ხა­დოთ. შე­ე­ხეთ მხო­ლოდ შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პირს. შიგ­ნი­თა სუფ­თა ზე­და­პი­რი მო­აქ­ცი­ეთ გა­რეთ. ხა­ლა­თი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი მო­ა­თავ­სეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში;

• ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეთ საპ­ნი­თა და გამ­დი­ნა­რე წყლით ან/და და­ი­მუ­შა­ვეთ დე­ზინ­ფექ­ტან­ტით;

• სათ­ვა­ლე ან სა­ხის ფარი მო­იხ­სე­ნით ისე, რომ არ შე­ე­ხოთ წინა ზე­და­პირს. ერთჯე­რა­დი მოხ­მა­რე­ბის სათ­ვა­ლე და სა­ხის ფარი უნდა მო­თავ­სდეს ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში. მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას სათ­ვა­ლე და სა­ხის ფარი და­ა­მუ­შა­ვეთ მწარ­მო­ე­ბე­ლი ფირ­მის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დე­ზინ­ფექ­ტან­ტით;

• ნი­ღა­ბი/რეს­პი­რა­ტო­რი – არ შე­ე­ხოთ ნიღ­ბის ან რეს­პი­რა­ტო­რის წინა ზე­და­პი­რებს, (სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია) ჯერ მო­იძ­რეთ თას­მე­ბით. მო­ა­თავ­სეთ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ში­ში ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნერ­ში;

• ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნეთ საპ­ნი­თა და გამ­დი­ნა­რე წყლით 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბაშ ან/და და­ი­მუ­შა­ვეთ დე­ზინ­ფექ­ტან­ტით.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები