როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და შესაძლოა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ ბლოკში გადაიყვანონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

„თუ იქნება ასეთივე სტაბილური, გაუმჯობესებული მდგომარეობა, ხვალ აუცილებლად გადავიყვანთ თერაპიულ ბლოკში. ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, როგორც კლინიკაში შემოვიდა. შედარებაც არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ.

რეკლამა
eudora.ge

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები