რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება! – გამყრელიძის გაფრთხილება

რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება,- ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მსოფლიოშიც და ევროპაშიც ეპიდემია შესულია ყველაზე გახურებად ფაზაში და ეს არ დასრულდება ერთ ან ორ თვეში. შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება.

მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ. გადავიტანოთ, პრევენციითა და სწორი მართვით. შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე. დავიცვათ დისტანცია, თავი შევიკავოთ შეკრებისგან.

რეკლამა
eudora.ge

მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, ქეიფებმა 22:00 საათის შემდეგ თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა. არ შეიძლება ამის კეთება. ამით ვეთამაშებით ცეცხლს. იმიტომ, რომ ძირითადი გავრცელება სწორედ ასეთი შეკრებების დროს ხდება.

თუ ყველა წესს დავიცვათ შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“,- განაცხადა გამყრელიძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები