„რემდესივირი“ თვის ბოლომდე გვექნება – ჯანდაცვის მინისტრი

„რემდესივირი“ თვის ბოლომდე გვექნება.

ამ პრეპარატით მოქალაქეების მკურნალობა შესაძლებელი იქნება.

არის სამართლებრივი პროცედურები გასავლელი, რომელსაც ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით და მივყვებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც ხდება კონტრაქტების გაფორმება და შემდეგ ტრანსპორტირება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, „რემდესისვირის“ გამოყენების შესახებ პროტოკოლში შესატან ცვლილებებზე კლინიკური ჯგუფი მსჯელობს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის მკურნალობა სისხლის პლაზმით, ექსპერიმენტის ფარგლებში რამდენიმე კლინიკაში მიმდინარეობს.

„პლაზმის გამოყენების შესაძლებლობას არ ვზღუდავთ, თუმცა ეს არის ექსპერიმენტული თერაპია და სანამ არ დადასტურდება, რომ ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი ის სამკურნალო ხერხი, რომელიც პაციენტების ჯანმრთელობაზე ეფექტურად აისახება, ჯანდაცვის სამინისტრო ამ მოთხოვნაზე იმპერატიულად რეაგირებას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები