მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდბება. ქვეყანა, ფაქტობრივად , სრულ “ლოქდაუნზე” გადადის.
ახალი შეზღუდვები განსაკუთრებით , კერძო სექტორებსა და თვითდასაქმებულებს დააზარალებს.
ბაზრობებზე, გარემოვაჭრეების თქმით, გასაყიდად რეგიონებიდან პროდუქტებს ვეღარ ჩამოიტანენ და ვეღარც დახლებს მოამარაგებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არ იხურება ამ სექტორშიც იკვეთება პრობლემა.
თანამშრომლებისთვის პრობლემა იქნება სამსახურში მისვლა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება.