რა შემოსავალი აქვთ საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოებს

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალი შემცირდა.საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ წელს შემოსავლებმა 90,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 5,5 მლნ ლარით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2018 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავალი 95,7 მლნ ლარი იყო.

რეკლამა
eudora.ge

საქსტატის ცნობით, 90,2 მლნ ლარიდან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

ამასთან, 2019 წლის მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამანათებიდან მიღებული შემოსავალი 12 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა. კერძოდ, 2018 წელს ამანათებიდან შემოსავალი იყო 35,3 მლნ ლარი, 2019 წელს კი 47,7 მლნ ლარი.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 26,3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 55,0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 45,0 პროცენტი – ადგილობრივი გზავნილებია.

რაც შეეხება საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით 2019 წელს ამ სექტორში მუშაობდა სულ 3 940 ადამიანი, 2018 წელს კი – 3 813.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები