რა შემთხვევაში შეიძლება, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები?

იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნებში რომელიმე პარტია 40%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაშინ ვერცერთი პოლიტიკური ძალა მთავრობას მარტო ვერ დააკომპლექტებს.

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ხელმომწერები „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნაზე უარს ამბობენ.

ასეთ ვითარებაში, რამდენად მაღალია რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ალბათობა და კონკრეტულად, რა შემთხვევაში ინიშნება ხელახლა არჩევნები, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი საუბრობს:

„რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს, თუ პარტიას არ ექნება 76 კაციანი უმრავლესობა, რომ პერემიერ-მინისტრი დაამტკიცოს. თუ პარტიას ეს ხმათა რაოდენობა არ ჰქონდა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიერ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები არა უადრეს ორი და არაუგვიანეს სამი კვირისა.

ეს არჩევნები იგივე წესით ჩატარდება. ალბათობა ნამდვილად არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის. პარტიამ უნდა მიიღოს პროპორციული ხმების 40,5%, რომ არ დასჭირდეს სხვებთან კოალიციაში შესვლა და დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები