რა შემთხვევაში უნდა მიიღონ სიცხის დამწევი კოვიდინფიცირებულებმა – ამირან გამყრელიძის რჩევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

როგორც იგი ამბობს, მთავარი აქცენტი დღეს ამბულატორიულ მკურნალობაზე კეთდება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშნები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა ახლდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს, 112-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი.

რეკლამა
eudora.ge

მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან და 112-თან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც იგი განმარტავს, სიცხის დამწევი პაციენტებმა 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში უნდა მიიღონ.

როგორც ცნობილია, დღეისთვის ბინაზე  6 544 ადამიანი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით,  დღეს ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გარდაიცვალა 14 ადამიანი. ასევე, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები