რა მოხდა გლდანში, სადაც გაჩერებული ავტომობილის მიმართულებით ისროდნენ

თბილისში, გლდანის რაიონში, უცნობმა პირმა ავტომობილების სახელოსნოსთან, სადგომზე გაჩერებულ ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა.

შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა.

„მაქვს ეჭვი, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვი ვერაფერს. ჩემ პერსონალურ ბიზნესთან დაკავშირებული კონფლიქტი შეიძლება იყოს, არა ჩემთან არამედ ჩემს ნათესავთან, თუმცა ხელს ვერ დავადებ ვერავის. გადმოსული ვიყავი მანქანიდან, ვიღაცამ დაიძახა ისვრიანო, მოფარებულისკენ წავედი და არაფერი დამინახავს. არავინ დაშავებულა”, – განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები