რა თქვა საარჩევნო უბანზე მისულმა ბიძინა ივანიშვილმა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, სხვა პარტიებთან კოალიცია გამორიცხულია, რადგან „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პარტიას დაახლოებით, 100 მანდატი ექნება.

„კოალიციას გამოვრიცხავთ. ჩვენ უმრავლესობით მოვალთ. ვფიქრობ საშუალოდ,  „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი ექნება“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რეკლამა
eudora.ge

ცნობისთვის,  ოპოზიციამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ისინი „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

გარდა ამისა, როგორც ივანიშვილი ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ 50-დან 60% -ის ფარგლებში მიიღებენ ხმებს.

„მე ვფიქრობ, რომ ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას.

ჩვენ კვლევებს მუდამ ვატარებთ. თქვენ თუ ადევნებთ თვალს, გარდა შიდა პარტიული კვლევებისა არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ 50-დან 60%-მდე მივიღებთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზისას  კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება გამორიცხა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები