რა განსხვავებაა დაავადებულსა და ინფიცირებულს შორის? – ლევან რატიანის განმარტება

“ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს,” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “იმედის ეთერში” ინფიცირებულისა და დაავადებულის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება

ის, ვისაც არ დარჩება იმუნიტეტი, რეინფიცრების კანდიდატია – თენგიზ ცერცვაძე

რეკლამა
eudora.ge

„ექიმები სულ ვამბობდით, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზრდის მატება ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა პირდაპირ იზრდება. ახალ კორონავირუსს ახასიათებს ერთი რამ: შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავდებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება – არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი.” – განაცხადა რატიანმა.

თქვენ თავს დააბრალეთ – პაატა იმნაძე

ამასთან, რატიანმა  დაასახელა ის ნიშნები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას უნდა მივმართოთ:

სუნთქვის უკმარისობა

ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ.

ჩვენი გამოცდილებით, თუ კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება, ეს დამძიმება იწყება მეშვიდე-მერვე დღეს.

ადამიანს უჭირს ერთნაირად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,

ტკივილი გულმკერდის არეში,
შეუპოვარი ხველა
ძლიერი საერთო სისუსტე

ეს არის ის სიგნალები, რომელთა არსებობის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართო კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები