„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე განმარტავს, რატომ შეასრულა ქართულ-რუსულად სიმღერა „თბილისო“.
„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვდგავარ ამ ტრიბუნასთან, ამდენი ხალხი როა და ახლა ზარებმა დარეკეს, ბუბამ რატომ იმღერა ორი კუპლეტი რუსულადო „თბილისო“, ვუთხარი, იმიტომ რომ გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ ჩვენ“, – ამბობს ბუბა კიკაბიძე თავისუფლების მოედანზე გამართულ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე.