რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?!.. წინ კატასტროფა გველის

ექიმი არჩილ ჯალაღონია მთავრობას რამდენიმე კვირიანი მასიური შეზღუდვების მიღებას სთხოვს. ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს,

„რას უცდით, რატომ არ იკეტება ქალაქები?! სადამდე უნდა დამძიმდეს სიტუაცია?! კლინიკაში ადგილები არაა და ხალხი თავისით ვერ ხვდება ნიღბის აუცილებლობას. მთავრობა მაინც მიხვდეს, რომ წინ კატასტროფა გველის, თუ არ გაწყდა გადაცემათა ჯაჭვი 2 კვირიანი საყოველთაო კარანტინით…

რა ეკონომიკა, თითიდან გამოწოვილი სტანდარტები და წინასააეჩევნო მასკარადი, ყოველდღე ათეულობით თანამოქალაქე გვიკვდება, ვერ ავუდივართ პაციენტთა რაოდენობას. ვისთვის გავაკეთო არჩევანი, თუ ჩემი ხალხი დაავადმყოფდა.

მე ვემიჯნები ყოველგვარ წერტილოვან შეზღუდვებს და ვითხოვ, როგორც ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი (მაქვს ეს განათლებაც) დაწესდეს რამდენიმე კვირიანი მასიური შეზღუდვები, როგორც გაზაფხულზე. ეპიდემია დაწევს სიჩქარეს, მანამდე ვაქცინაც მოუსწრებს ხალხს…“ – წერს არჩილ ჯალაღონია.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები