რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან

რას ნიშნავს ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი, რომელსაც გამოძიების შემდეგაც ვერ ხსნიან, – ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს.

„ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) არის 1 წლამდე ასაკის ბავშვის უეცარი სიკვდილი, რომლის ახსნა ვერ ხდება შემთხვევის გამოძიების შემდეგ. აშშ-ში ის არის სიკვდილის წამყვანი მიზეზი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკში.

არსებობს სხვადასხვა რისკფაქტორები:

1. დედისმიერი ფაქტორები:

ა. ახალგაზრდა ასაკი;

ბ. თამბაქოს მოხმარება ორსულობის პერიოდში:

გარდა იმისა, რომ ცნობილია და მტკიცებულებებით გამყარებულია მოწევის რისკი ორსულობის გამოსავალზე, ასევე მწეველობით ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID, ჩვილის სიკვდილი <1 წელზე) რისკიც იზრდება.

აშშ-ში ჩატარებული კოჰორტული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორსულობაში 1 ღერი სიგარეტის მოწევაც კი დღეში აორმაგებს ჩვილის უეცარი სიკვდილის (SUID) ალბათობას.

გ. გვიანი ან არა პრენატალური მოვლა.

2. ჩვილისმიერი და გარემო ფაქტორები:

რეკლამა
eudora.ge

ა. დღენაკლი ან/და მცირე მასის ახალშობილი;

ბ. მუცელზე მწოლიარე ძილი;

გ. ძილი რბილ ზედაპირზე და/ან თავისუფალი დასაფარებლით (loose blankets),

დ. ბალიში,

ე. საწოლის გაზიარება (მაგალითად მშობლების საწოლში ძილი), გადახურება – ზედმეტად გათბობა.

ამ რისკფაქტორებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი რისკია ჩვილის მუცელზე მწოლიარე ძილი, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. მნიშვნელოვანია, მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, – წერს თელია სოცქსელში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები