რამდენ ხანს აღარ დაინფიცირდება კორონავირუსით კოვიდგადატანილი პაციენტი – გამყრელიძის განმარტება

კორონავირუსით ინფიცირებულთა ანტირეკორდული ზრდის ფონზე აქტუალობას არ კარგავს კითხვა – შესაძლებელია თუ არა, რომ ინფექციისგან განკურნებულ ადამიანს ვირუსი კვლავ შეეყაროს.

ამაზე ქართველ ინფექციონისტებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ და ამბობენ, რომ შეგვიძლია მშვიდად 3 წელი, მეორე ვერსიით კი – 3 თვე ვიყოთ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს და დიდი კვლევები მიმდინარეობს.

„ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინფექცია ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ასევე უჯრედულ იმუნიტეტს და გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში. 

რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ – ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის, რადგან ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა, თუმცა რჩება მეორე, უჯრედული იმუნიტეტი“, – აცხადებს გამყრელიძე.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები