რამდენად გვიცავს ერთჯერადი ხელთათმანები ამ პერიოდში და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად

მსოფლიოში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ უკვე ვეღარ წარმოვიდგენთ ქუჩებს, რომლებზეც უამრავი ადამიანი ნიღბისა და ანტისეპტიკური საშუალებების ბოთლების გარეშე გადაადგილდება, თანაც, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. ჩნდება უამრავი კითხვა, პასუხები კი ყოველთვის აგვიანებს. მაგალითად, ერთჯერად ნიღბებთან დაკავშირებული საკითხი სრულად ამოვწურეთ, იგი ნამდვილად უნდა გვეკეთოს. ერთჯერად ხელთათმანებს რაც შეეხება, ქუჩაში გასვლამდე, ისინი უნდა ჩაიცვათ.

რეკლამა
eudora.ge

მაღაზიაში ხშირად ვხედავ ხელთათმანებიან მომხმარებელს. ვფიქრობ, რომ მეც უნდა ჩავიცვა. ჩვენმა რედაქციამ საკითხში გარკვევა გადაწყვიტა.

რეზინის ერთჯერადი ხელთათმანები

ერთჯერადი ხელთათმანები ექიმების ჩვეულებრივი დამცავი საშუალებაა. მათ ამ კუთხით მკაცრი მოთხოვნები აქვთ: არანაკლებ 1 წყვილი 1 პაციენტზე. ხელთათმანები საკმაოდ ხშირად იცვლდება. თანაც, რეკომენდაციების მიხედვით, ისინი არ უნდა შეეხოს კარის სახელურებსა და მსგავს ზედაპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელთათმანებიც ბაქტერიების გადამტან ზედაპირად იქცევა.

“ჩინეთიდან და ინდოეთიდან ქვეყანაში უხარისხო პირბადეები შემოედინება” – “რესპირატორის” დამფუძნებელი

მაშ, აქვს თუ არა აზრი ხელთათმანების ახლა ტარებას, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით? დიდი ალბათობით, არა. სამედიცინო ორგანიზაციები ამ კითხვაზე ერთხმად პასუხობენ: ხელთათმანები უნდა ატაროთ მხოლოდ გარკვეულ პირობებში. სულ სამი ასეთი პირობა არსებობს: თუ პაციენტებთან მუშაობთ, თუ დაავადებულთან ერთად ცხოვრობთ და თუ მასთან კონტაქტი უნდა დაამყაროთ.

ხელთათმანების გამოყენებასთან დაკავშირებული რჩევები ამით სრულდება, რადგან სხვა შემთხვევებში ისინი ვერაფრისგან დაგიცავთ. რატომ? ახლავე აგიხსნით.

რატომაა ერთჯერადი ხელთათმანები უსარგებლო

ხელთათმანების მატარებელ ადამიანთა უმრავლესობა ამას არასწორად აკეთებს, რითაც სიტუაციას ამწვავებს. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, ხელთათმანს არავითარი სარგებელი არ მოაქვს. ადამიანს შეუძლია, ვირუსი იმავე ეფექტით გაავრცელოს ხელთათმანებში, როგორც მათ გარეშე.

ზოგიერთი ექიმი გვირჩევს ხელთათმანის ტარებას მხოლოდ იმისთვის, რომ სახეს ნაკლებად შევეხოთ. თუმცა, მსგავსი რჩევა ყველასთვის არაა ეფექტური. ადამიანები მაინც უწყვეტად ეხებიან სახეს, თუნდაც ხელთათმანებით. ეს კი იგივეა, რაც ბინძური ხელის გამოყენება. ხელთათმანი არ განიზიდავს ვირუსებს, ამიტომ მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს.

ერთჯერადი ნიღბის მრავალჯერადი გამოყენების „შვიდდღიანი მეთოდი“ – რჩევა მეცნიერებისგან

ზოგი ხელთათმანს იმისთვის იხსნის, რომ ცხვირი ან თვალი მოიქავოს, თუმცა, ამით ხელთათმანის შიდა ნაწილს აბინძურებს. ზოგადად, უმჯობესია, ხელები უფრო ხშირად და სწორად დაიბანოთ. ეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ხელთათმანები.

ხელთათმანების სწორი გამოყენება

თუმცა, მაინც უნდა იცოდეთ, როგორ მოეპყროთ ხელთათმანებს, თუ შემთხვევით ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, რომ ისინი დაგჭირდებათ. ამ საშუალებამ თავისი ფუნქცია რომ შეასრულოს, დაიცავით შემდეგი წესები:

  1. დაიბანეთ ხელები ხელთათმანების ჩაცმამდე.
  2. ერთჯერადი ხელთათმანები მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ.
  3. თუ ავადმყოფს უვლით, შეგიძლიათ მრავალჯერადის გამოყენება, თუმცა იგი მუდმივად უნდა გაირეცხოს საპნით ან დამუშავდეს ანტისეპტიკური საშუალებით.
  4. მოიხსენით ხელთათმანი სწორად: დაქაჩეთ ერთის კიდეს გარე ნაწილიდან (ხელთათმანის ქვეშ არ ჩაყოთ თითები). დაქაჩეთ ამ კიდეს თითებისკენ და მოიხსენით ხელთათმანი, ჩაიდეთ იგი მეორე ხელის გულში. თავისუფალი ხელის ორი თითი შეაცურეთ კანსა და ხელთათმანს შორის და, გარე ნაწილზე შეუხებლად, დაქაჩეთ მას თითებისკენ ისე, რომ პირველი ხელთათმანი მეორეში აღმოჩნდეს. ჩააგდეთ ურნაში.
  5. არ დაგავიწყდეთ ხელების დაბანა ხელთათმანების მოხსნის შემდეგ.

როგორც იქნა, გავერკვიეთ. ხელთათმანებით ქუჩაში სიარულს დიდი აზრი არ აქვს, იგი მხოლოდ უსაფრთხოების ილუზიას ქმნის. ამიტომ, უფრო ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და შეძლებისდაგვარად, დარჩით სახლში. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია!

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები