პუტინი ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე: “თუ კრემლს მოუნდებოდა ნავალნის მკვლელობა, ეს ასეც მოხდებოდა“

ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან გამართულ ინტერვიუზე თავი ვერ შეიკავა და გაიცინა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კრემლი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობაში იყო ჩართული, რაზეც მან ასევე სიცილითვე უპასუხა: „მისი მკვლელობის სურვილი რომ გვქონოდა, ეს ასე აღსრულდებოდა კიდეც“. ამის შესახებ წერს DAILYMAIL-ი.

რეკლამა
eudora.ge

პუტინის “მეგობარი” ქალი, რომელიც 100 მლნ. $ აქციებს ფლობს და მის ქალიშვილს ზრდის – რუსული მედია

პუტინმა ვიდეო კონფერენციის მსვლელობის განმავლობაში აღნიშნული მოსაზრების დამკვიდრებაში ამერიკული სპეცსამსახურები დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს როდესაც ქვეყნის შიდა ფრენების მომსახურებით სარგებლობდა და ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა რა დროსაც მისი მდგომარეობა თვითმფრინავში ძალზე დამძიმდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ კი გერმანიის საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გერმანიაში, საფრანგეთსა და შვედეთში მიმდინარე ლაბორატორიულმა კვლევებმა კი დაადასტურეს, რომ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური შეტევა განხორციელდა, რაშიც გამოყენებული იქნა ნოვიჩოკის ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 18 დღის განამვლობაში იმყოფებოდა კომაში, რომლის შემდეგაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გამოჯანმრთელება დაიწყო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები