პუტინის “მეგობარი” ქალი, რომელიც 100 მლნ. $ აქციებს ფლობს და მის ქალიშვილს ზრდის – რუსული მედია

რუსული მედია მოქალაქე სვეტლანა კრივონოგიხის ფინასური მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა აქტივებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის იგი ფლობს ბანკ “Россия”-ას აქციების 2,8 პროცენტს და ყოველწლიური შემოსავალი 800 მილიონ რუბლს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, სვეტლანა პუტინის “მეგობარია” და მისგან 17 წლის ქალიშვილი, სვეტლანა ჰყავს.

გამოცემა “Проект”-ის ინფორმაციით, სვეტლანა 1975 წელს დაიბადა პეტერბურგში, ხოლო პუტინი 1990-იან წლებში გაიცნო, როდესაც პუტინი მაღალ თანამდებობებზე ჯერ არ მუშაობდა.ამის დასადასტურებლად საინფორმაციო სააგენტო Insider-ი აცხადებს, რომ 1999 წლის 4 იანვარს თვითმფრინავში პუტინთან (იგი იმ დროს ФСБ-ს დირექტორი იყო) ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობარი და თანაგუნდელი ვიქტორ ზოლოტოვი (“ნაცგვარდიის” მომავალი მეთაური), ხოლო წინა სავარძელში კი სვეტლანა კრივონოგიხი.

2000 წელს სვეტლანამ უნივერსიტეტი დაამთავრა და თითქმის მაშინვე გახდა რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიის აქციონერი. ამჟამად იგი ბანკ “России”-ს აქციების გარდა გლობს სამთოსათხილამურო კურორტ «Игор»-ას აქციებს, სადაც 7 წლის წინ კატერინა პუტინას და მისი მეუღლის კირილ შამალოვის ქორწილი გაიმართა და “Ленинград центр”-ს რომელიც პეტერბურგის “ტავრიდის ბაღში” მდებარეობს. ეს დაწესებულება იმითაც არის ცნობილი, რომ მაში ღია სტრიპტოზ-შოუები იმართება. იგი ცხოვრობს პრესტიჟულ უბანში “კამენნი” კუნძულზე, პუტინის უახლოესი გარემოცვის მეზობლად.

2003 წელს სვეტლანას გაუჩნდა ქალიშვილი ელიზავეტა. იგი დედის გვარს ატარებს, მის საბუთებში მამის შესხებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, მამის სახელი – ვლადიმირია. ეთიკური მოსაზრებების გამო, მედია ელიზავეტას სახეს არ აქვეყნებს, თუმცა აცხადებს, რომ “ბრედფორდის უნივერსიტეტის” მიერ ჩატარებული სახის ანალიზის შედეგად მისი მსგავსება პუტინთან 70%-ს აღემატება.

რეკლამა
eudora.ge

ელიზავეაღსანიშნავია, რომ ელიზავეტას შესახებ დასმულ შეკითხვაზე პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “მის შესახებ პირველად ესმის”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები