პურის ფასი გაიზრდება ?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილაბა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს.

მისი განცხადებით პროგრამა 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს, შემდეგ კი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას დააკვირდებიან.

“მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუფსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვაცილებს თავიდან.

რეკლამა
eudora.ge

პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურის ფასი არ გაიზრდება”, – თგანაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები