“პოლიციელმა იდაყვი ჩამიდგა ყელში, ვხროტინებდი, ნუ იზამთ ამას, არავინ შემოგაკვდეთ…”

“ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი, ირაკლი კუპრაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ხელისუფლებას და შსს-ს მივმართავ! კრიტიკისთვისაც კი არ ვწერ, არამედ პრევენციისთვის, რომ ეს პრაქტიკა დაივიწყოთ და არავინ შემოგაკვდეთ!

ჭყლეტაში მოყოლილს, პოლიციელმა იდაყვი ჩამიდგა ყელში და მთელი ძალით მაწვებოდა, ვხროტინებდი და ერთხელ ძლივს მოვასწარი ამოხეთქვა ვიგუდებიმეთქი, საიდან ვიპოვე ჰაერი ფილტვებში ეს სიტყვები რომ ამომეშვა არ ვიცი.

ვერც უკან დგამ ნაბიჯს, ვერც თავს წევ გვერდით, უბრალოდ იგუდები.

მაინც არ ჩაწია ხელი! სანამ უკნიდან ვიღაცა აქტივისტმა არ შემამჩნია რომ ვიხრჩობოდი და ძლიერად გვერდით გამქაჩა ქურთუკით.

რეკლამა
eudora.ge

ნუ იზამთ ამას, საშინელი სისასტიკით დაგიბრუნდებათ უკან ყველაფერი! დაივიწყეთ ეს პრაქტიკა!”

შეგახსენებთ, დღეს გამართულ აქციაზე “ლელოს” სამი წევრი დააკავეს.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები