პაციენტს საკუთარი ოჯახის ექიმის შესახებ ინფორმაციის მოძიება სპეციალურ პორტალზე შეეძლება

თუ რესპირაციული ან სხვა სიმპტომების მქონე პაციენტმა არ იცის ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, მას ინფორმაციის მოპოვება სპეციალურ პორტალზეც შეეძლება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამის დანართში წერია. ambulatoria.moh.gov.ge უკვე ამოქმედდა. ვებგვერდის გამოყენება კერძო დაზღვევის მქონე პირებს არ შეუძლიათ.

დანართის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს საკუთარ ოჯახის ექიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას, სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი კი უნდა დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას ან კომპანიის ოჯახის ექიმს.

რეკლამა
eudora.ge

პირი, რომელიც არ არის არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული, უნდა დაუკავშირდეს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზს (1505);
  • 112-ში ზარის შემთხვევაში, 112 გადაამისამართებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505).

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები