პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მათზე კვლევას ვატარებთ – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი მედიკამენტ „რემდესივირის“ შემოტანის საკითხს ეხმაურება:

„გუშინ გაჟღერდა, რომ შემოტანილია „რემდესივირის“ საცდელი პარტია და შემოტანა გაგრძელდება, თუ „გაამართლებს“, ანუ გამოდის, რომ თუ ეფექტური აღმოჩნდება, კიდევ შემოვიტანთ. ეს განცხადება ძალიან გაუგებარია მიუღებელია, შემდეგი არგუმენტების გამო:

კლინიკებისთვის დეფიბრილატორებს სახელმწიფო იყიდის – აღიარებს თუ არა ტიკარაძე შეცდომას?

  1.  ესე იგი, ჩვენ ჯერ არ ვიცით, მედიკამენტი ეფექტურია თუ არა, რადგან ვსვამთ კითხვას, „გაამართლებს“ თუ არა. მაშინ რატომ შემოვიტანეთ?
  2. თუ არ ვიცით, რომ ეფექტურია და უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, რას ვეუბნებით იმ პაციენტებს, ვისთვისაც განკუთვნილია ეს 4000 დოზა, რაღაც ასეთს? – „ჯერ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მოდით თქვენზე მოვსინჯავთ და მერე გადავწყვეტთ, სხვა პაციენტებშიც გამოვიყენოთ თუ არა“;
  3. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, ესე იგი, ეს კლინიკური გამოყენება კი არა, კვლევა გამოდის და პაციენტები უნდა გავაფრთხილოთ, რომ კვლევას ვატარებთ;
  4. თუ კვლევაა და არა კლინიკური გამოყენება, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს კვლევის სახით შეწსაბამისი წესების დაცვით;
  5. თუ უნდა დავაკვირდეთ, გაამართლებს თუ არა, მაშინ საკონტროლო ჯგუფიც უნდა გვყავდეს, აბა ისე როგორ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობს? პაციენტებს და ექიმებს უნდა ვკითხოთ, „მოუხდა“ პაციენტს თუ არა?
  6. წინასწარ გაწერილი გვაქვს კრიტერიუმები, რას ვუწოდებთ „გაამართლას„? თუ უბრალოდ ბოლოს ვიღაცა გამოგვიცხადებს, რომ კი, გაამართლა. რა შემთხვევაში ჩავთვლით, რომ პრეპარატმა დაიმსახურა შემდეგი პარტიის შემოტანა.? როგორ ვაკვირდებით და ვაფასებთ ამ ყველაფერს?“, – წერს ინფექციონისტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ უკვე საქართველოშია და ის კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პროცესში ორშაბათიდან ჩაერთვება.

ორი პროგნოზი 1 იანვრისთვის – რა კვლევის შედეგს აქვეყნებს ბიძინა კულუმბეგოვი?

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით კი, თუ ექსპერტების მოსაზრება იქნება, რომ მედიკამენტმა გაამართლა, გააუმჯობესა ან შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობა შემოიტანს ახალი პარტიას იმ რაოდენობით, რა რაოდენობაზეც მოთხოვნა იქნება.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები