„პაციენტების 20%-ს COVID19 ტესტით არ უდასტურდებათ, რადგან ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის გამოყოფა არ ხდება“ – ინფექციონისტი

PCR-უარყოფითი კოვიდის მქონე პაციენტების მართვა რთულია, იმიტომ რომ ექიმს დიაგნოზი არ უჭირავს ხელში, – ამის შესახებ  ინფექციონისტმა  მაია  ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

აშშ-ში 4 ვაქცინირებულს ბელის დამბლა განუვითარდა, ბრიტანეთში კი 2-ს – ანაფილაქსია

„ამიტომ სტანდარტად მიჩნეულია, რომ თუ სიმპტომები ჰგავს კოვიდს, პაციენტი იყო კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში, ან ვირუსი ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, ის მაინც უნდა იმართოს როგორც კოვიდი, იმიტომ რომ ცხვირ-ხახის ნაცხში შეიძლება ვირუსგამომყოფი არ იყოს ადამიანი, ვერც სწრაფმა ტესტმა და ვერც PCR-მა არ დაიჭიროს, რადგან ვირუსს არ გამოყოფდეს ადამიანი. ასეთების რიცხვი 20%-ზე დიდია, ამიტომ ეს შემთხვევები განიხილება როგორც კოვიდი“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

რეკლამა
eudora.ge

მისი თქმით, ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ ჰოსპიტალიზაციის დროს. 

„იმიტომ რომ, თუ სწრაფი და PCR ტესტით ვირუსი დადასტურებული არაა, ასეთ დროს კოვიდკლინიკებში მათი მიღება გართულებულია და ეს წესი გადახედვას მოითხოვს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები