პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, გვეყო რაც ვმალეთ – ვინ დაასახელა ნიკა გვარამიამ?

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პარლამენტში 7 ოპოზიციონერი შედის, მათ შორის არის გიორგი ვაშაძეც.

რეკლამა
eudora.ge

ამის შესახებ ინფორმაცია გვარამიამ, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის პოსტზე კომენტარის სახით დატოვა.

“ქალბატონო თაკო, თავის დამშვიდება არაა კარგი თანამგზავრი. ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ და თუ გვიპასუხებს და უარყოფს ბატონი ვაშაძე, გაგვეხარდება.

თუ გვექნება ნაცებიდან ვინმეს შესვლაზე, ორჯერ მეტი რიხით დავჭექავთ, თქვენ არ იდარდოთ. ამ ეტაპზე გვაქვს 7 ადამიანის სამი სხვადასხვა პარტიიდან. მხოლოდ გაგვიხარდება, თუ არ დადასტურდა

წყარო რამდენიმეა: ქართული ოცნებიდანაც და ოპოზიციიდანაც. და იმედია გესმის, რომ ამ ვითარებაში პირველ რიგში თქვენთან მოხდა გადამოწმება, კომენტარი ვერ მივიღეთ. და ასეთი მაღალი ინტერესის ინფორმაციას ვერ დავმალავთ, დიდი პატივისცემის მიუხედავად. ისედაც გვეყო, რაც ვმალეთ ერთი თვე ყველაფერი.

თაკო, ნუ დადებ თავს, ძალიან გთხოვ. მე გაგაფრთხილე, როგორც შენმა გულშემატკივარმა. გაწბილება და იმედგაცრუება მძიმე რამაა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები