პარლამენტში შესვლა არ არის ქვეყნის დაქცევა, 3 თვე ქუჩა-ქუჩა დავდიოდით რომ პარლამენტში შევსულიყავით

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

რეკლამა
eudora.ge

„პირდაპირ გეუბნებით, რომ მე იქიდან ეს გარანტია მეჭირება ხელში პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო პარლამნეტში თუ შესვლით.

ასე ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი, რომ შემიგდონ და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ ეს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს და თუ გაკეთდება იქიდან გამოვალ თავ აწეული. უცბად ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ, უნდა ვიბრძოლოთ.

ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამენტში შესვლა არის ქვეყნის დაქცევა, სამი თვე ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით იმიტომ, რომ პარლამენტში შევსულიყავით. რატო? იმიტომ კი არა რომ დავსკუპებულიყავით იქ, არამედი იმიტომ, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და რასაც ხალხს ვპირდებოდით ის გაგვეკეთებინა“

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები