ორი პანდემია ერთად: სომნოლოგი მიზეზ-კავშირს განმარტავს

დამსახურებული სომნოლოგი მიიჩნევს, რომ ახლა მსოფლიოში უძილობის პანდემიაც მძვინვარებს და მის უმთავრეს მიზეზს ასახელებს

 უძილობა პირდაპირ კავშირშია კორონავირუსულ ინფექციასთან, აცხადებს რუსეთის სომნოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, დამსახურებული ექიმი რომან ბუზუნოვი.

მისი თქმით, პანდემიის ერთ-ერთი შედეგი არის დეპრესია, რომელსაც ძილის სერიოზული დარღვევები მოსდევს.

„ახლა რაც გვაქვს, ეს ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობაა. მთელი მოსახლეობა პრაქტიკულად სტრესულ მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის ფონზე უძილობის პანდემია გვაქვს“, ― მიაჩნია ექიმს.  

ამასთან სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ უძილობის პრობლემა აქტუალურია არა მარტო მათთვისაც, ვინც COVID-19 -ით იავადმყოფა, არამედ მათთვისაც, ვინც ავად არ გამხდარა.

ამის მიზეზი, სომნოლოგის აზრით, არის ჩვეულებრივი რეჟიმის დარღვევა: ადამიანები არ დადიან სამსახურებში, შეუძლიათ ადგნენ და დაწვნენ ნებისმიერ დროს, როცა მოესურვებათ. ამასთან ისინი აღარ იტვირთებიან ფიზიკურად ისე, როგორც მანამდე. არადა, სწორედ ფიზიკური აქტივობა არის კიდეც საუკეთესო ანტისტრესული საშუალება.

რეკლამა
eudora.ge

გარდა ამისა, ბუზუნოვის თქმით, უძილობის მიზეზი ხდება პანიკური შეტევებიც, ამიტომ მისი რჩევაა, არ გაეცნოთ ახალ ამბებს დღის მეორე ნახევარში.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები