ოკუპანტებმა შიდა ქართლიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება შიდა ქართლში – შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

რეკლამა
eudora.ge

60 წელს გადაცილებული მირიან თაზიაშვილი ადგილობრივი მაცხოვრებელია. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს, უცნობია რა ვითარებაში გაიტაცეს კაცი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები