ოთხი გადაცმული, შეიარაღებული პირი, ზოვრეთში, ერთერთ ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ერთერთ ოჯახს, სავარაუდოდ, 4 ნიღბიანი და შეიარაღებული პირი თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას”მთავარ არხი” ავრცელებს. თავდამსხმელებმა ოჯახის ერთერთი წევრის მიმართულებით ისროლეს, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რეკლამა
eudora.ge

“4 გადაცმული ადამიანი შევიდა ოჯახში, ბატონი რომ გამოსულა გარეთ შემდეგ შევარდნილან. უთქვამთ საფულე მოგვეციო. ოჯახის ერთერთი წევრი მეზობელთან გაქცეულა, უთქვამს მაყაჩაღებენო და მძარცველებს იარაღი უსვრიათ ბავშვის მიმართულებით, ბავშვი მათ გაჰკიდებია, რომ წადით ჩვენი სახლიდანო და იარაღი მაშინ გაუსროლიათ, საბედნიეროდ არ მოხვედრია. დამნაშავეები გაიქცნენ. ვერ წაიღეს ოქრო -მხოლოდ საფულე წაიღეს. ოჯახში ორი შვილი, დედა და მამა იყვნენ”, – ამბობს წყარო.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები