ობამა აგვისტოს ომზე: „პუტინს ეს, როგორც ჩანს, შერჩა“

აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავისი მემუარების პირველ ტომში საუბრობს რუსეთის პრეზიდენტებთან, ვლადიმირ პუტინსა და დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შესახებ. მემუარებში სახელწოდებით „აღთქმული მიწა“ ობამა პუტინს ჩიკაგოს მაფიის ბოსს ადარებს, მედვედევის შესახებ კი აღნიშნავს, რომ იგი არ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას.

რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომს ბარაკ ობამა უწოდეს რუსეთის შეჭრას საქართველოში, რაც, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებით, „პუტინს, როგორც ჩანს, შერჩა“.

რეკლამა
eudora.ge

Euronews-ის თანახმად, მოგონებათა 768-გვერდიან წიგნში ბარაკ ობამა შეფასებას აძლევს პოლიტიკოსებს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში შეხვედრია.

მაგალითად, საფრანგეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ბარაკ ობამა აღწერს, როგორც „მკერდგაბერილ მოჩხუბარ მამალს“.

ექვსი მილიონი ტირაჟით გამოსული და 19 ენაზე თარგმნილი „აღქმული ქვეყანა“ ბარაკ ობამას პირველი მემუარებია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა. ობამას პირველი ორი წიგნი „მამაჩემის ოცნებები“ (Dreams From My Father 1995 წელი) და „თამამი იმედები“ (Audacity of Hope, 2006 წელი), ისევე როგორ ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მემუარები, ბესტსელერად იქცა.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები