ნინო ბურჯანაძე – მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1%-საც კი არ დაწერდნენ – ივანიშვილს მიაჩნია, რომ საქართველო არის მისი ბოსტანი, ამას ქართველი ერი არ დაუშვებს

მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1%-საც კი არ დაწერდნენ, ისე გააყალბებდნენ არჩევნებს. პირადად ჩემთან მიმართებით ამოცანა იყო, რომ ნებისმიერ ფასად პარლამენტს გარეთ დავრჩენილიყავი,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მსგავსი სოლიდარობა ვერ გათვალა. ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ივანიშვილს საშუალებას არ მისცემს, რომ ქვეყანა დაღუპოს.

რეკლამა
eudora.ge

„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეგონა, რომ 5%-ის ნაცვლად, 2,5%-ს მიწერდნენ, ღამის სამ საათზე ცესკოს გადაწყვეტილებამდე მე განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მოგდებული მანდატების აღებას. რა თქმა უნდა, მთლად იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ 1%-საც კი არ დაწერდნენ, ისე გააყალბებდნენ არჩევნებს. ჩემთვის ნათელია, პირადად ჩემთან მიმართებით ამოცანა იყო, რომ ნებისმიერ ფასად პარლამენტს გარეთ დავრჩენილიყავი იმიტომ, რომ ივანიშვილმა ვერ გათვალა, რომ ეს სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ იქნებოდა იმ პარტიების მხრიდანაც, რომლებმა აიღეს 20, 25, 27 მანდატი, იმ პარტიების მხრიდან, რომლებმაც აიღეს 3, 5 მანდატი და იმ პარტიების მხრიდანაც, რომლებსაც მანდატი ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად არ მიეცა. ყველა ვართ ერთმანეთის სოლიდარულები. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ბარიერს, სანამ ივანიშვილი იქნება, რაც ენდომება იმას დაწერს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო არის მისი ბოსტანი. ამას ქართველი ერი არ დაუშვებს და ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ მან ქვეყანა დაღუპოს. ასე რომ, ეს ერთობა შენარჩუნდება და გამარჯვებასაც მოიტანს,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები