მცხეთაში კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა

მცხეთაში კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ პაციენტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობით მიიყვანეს.

„პაციენტი იყო მძიმე შემოსვლის წუთიდან. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიოლოგიური გართულებით. ასევე სუნთქვის უკმარისობა“, – აღნიშნეს კლინიკაში.

მცხეთის საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, გარდაცვლილს ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადება დიაბეტი სახით და აღენიშნებოდა ჭარბი წონა, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია მდგომარეობის დამძიმებაზე.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები