მცხეთაში “გზა მოიპარეს” – სად ვცხოვრობთ ხალხო?”

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ალბინა გაზაშვილი, ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“საღამოს სამსახურიდან შინ მანქანით ვბრუნდები. გოროვნის გადმოსახვევთან ჩვეულებისამებრ გადმოვუხვიე. ამ დროს ბრახ! სად ვარ? რა მოხდა? ვგრძნობ რომ კისერი და მკლავი მტკივა. გარკვეული ხნის მერე გაჭირვებით გადმოვდივარ მანქანიდან.

აქ ხომ გზა იყო? არმატურა შეკრული სანიაღვრე გზა. სად არის გადმოსასვლელი გზა? ვდგავარ და ვფიქრობ კიდევ კარგი დაბალი სიჩქარით მივდიოდი, ღვედმაც დამიცვა.

მომადგა უკან მანქანების კოლონა. ერთ ერთის მძღოლი გაოცებული ამბობს, რომ სულ ცოტახნის წინ საპირისპირო მიმართულებით ეს გზა გადმოკვეთა. ეხლა სად გაქრა? არმატურები მოუპარიათ!

პირველი მსხვერპლი მე ვარ. მოდის პატრული. იღებენ სათანადო ზომებს. დგავენ საგზაო ნიშნებს. მაგრამ მე ხომ მსხვერპლი ვარ? ცოტახნის წინ ღმერთმა გადამარჩინა. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა ისე, რომ არანაირი მოძრაობის წესი არ დამირღვევია.

ვინ გამცემს პასუხს? ვისი მიზეზით უნდა დაობლებულიყო ჩემი პატარა? ვინ ამინაზღაურებს მორალურ და ფიზიკურ ზარალს, ნუ მანქანაზე აღარაფერს ვამბობ

ვის ეკუთვნის მცხეთის რაიონის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება? რომ უსაფრთხო იყოს მგზავრობა!

რეკლამა
eudora.ge

სად ვცხოვრობთ ხალხო?”

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები