მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 463 661 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86 132 469-ს შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 22.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები