“მომდევნო 5 თვე კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით დაუნდობელი იქნება”

ბილ გეითსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა დადა გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე აღარ იზრდება, მომდევნო 5 თვე ქვეყნისთვის დაუნდობელი და ძალზე მძიმე იქნება. მილიარდერმა, რომელმაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლას $ 450 მილიონი დოლარი შესწირა, განაცხადა, რომ დედამიწა ნორმალურ ცხოვრებას სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაუბრუნდება იმ შემთხვევაში თუ ამერიკელები საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომებს გააორმაგებენ

რეკლამა
eudora.ge

„პარადოქსული სიტუაციაა, რადგან ახლა მდგომარეობა უკვე უარესდება. შემდეგი 4, 5 თვე იქნება ძალზე მძიმე და სასტიკი, თუ არ გავაორმაგებთ უსაფრთხოების ზომებს კოვიდ პანდემიასთან მიმართებით“- აღნიშნა ბილ გეითსმა.

MICROSOFT-ის დამფუძნებელს ღრმად სწამს, რომ აშშ-ში მდგომარეობის დასტაბილურება დაიწყება გაზაფხულიდან და სწორედ ამ დროს აქტიურად გავრცელდება ქვეყანაში სამკურნალო საშუალებები, რომელიც შეამსუბუქებს პანდემიის მიერ გამოწვეულ ჯანმრთელობის მდგოამრეობას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე არსებობს ორი კომპანიის, Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელთაგან პირველმა 95 %-იანი, ხოლო მეორემ კი 100 %-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი გამოავლინა. Pfizer-ის ვაქცინის აქტიურ გამოყენებას უკვე დაიწყებენ უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები