საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილია – სავაჭრო ცენტრები 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ მოლებისგან განსხვავებით ბაზრობებს გახსნის რეკომენდაცია არ მისცეს.
სავაჭრო მოლებს მთავრობამ თავისი პირობები წაუყენა:
იმუშავებს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
მომხმრებლების ნაკადები მაღაზიებში დაიშვება შეზღუდულად, მხოლოდ 1 ადამიანი 20 კვ.მ.–ზე
ფასდაკლებები დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში ან ონლაინ
არ იმუშავებს გასახდელები
დასაშვები იქნება პროდუქციის დაბრუნება–გაცვლა 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.