მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან?

მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

„შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას დავაკვირდეთ და გადაწყვეტილებები მიიღება კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და რა მასშტაბით უნდა იყოს ან არ იყოს შემსუბუქება“, – განმარტა გამყრელიძემ.

რეკლამა
eudora.ge

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები