მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილი გახდა დეკემბრის სახიფათო დღეები

მზის რენტგენული ლაბორატორია აქვეყნებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც დეკემბერში უმაღლესი დონის – G5 ძალის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი.

 მიმდინარე წლის შემოდგომა დატვირთული აღმოჩნდა მძიმე და ხანგრძლივი გეომაგნიტური დღეებით, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენდა — პერიოდულ უძილობას, არტერიული წნევის ცვალებადობასა თუ ტაქიკარდიას ბევრი უჩიოდა.

დამტკიცებულია, რომ ინფარქტებისა და ინსულტების 70% სწორედ მზის ძლიერი აქტივობის პერიოდებზე მოდის, ამიტომ ისინი, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივიან, უმჯობესია წინასწარ მოემზადონ ამინდის „სიურპრიზებისთვის“.

დეკემბრის რომელ დღეებში უნდა ველოდოთ მაგნიტურ ქარიშხლებს და რა ძალისა იქნება ისინი – მზის რენტგენული ლაბორატორია „ფიანის“ მონაცემებიდან ირკვევა.

ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი თვის მესამე დეკადაში, 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი. ამ დღეებში თავს შეუძლოდ იგრძნობენ არა მარტო მეტეომგრძნობიარე ადამიანები, არამედ სრულიად ჯანმრთელებიც, ვინაიდან მაგნიტური ქარიშხლის ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.

თუმცა მანამდე, 3–4 დეკემბერს საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი გველოდება, რასაც ქრონიკული დაავადებების მქონენი და ასევე განსაკუთრებულად მეტეოდამოკიდებული ადამიანები იგრძნობენ. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია თავის ტკივილები, კონცენტრაციის დაკარგვა, ძილიანობა და გაღიზიანებადობა.

ასევე საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი 10 დეკემბერსაც და ასევე თვის ბოლო დღეებშიც — 30–31 დეკემბერს.

რეკლამა
eudora.ge

მაგნიტური ქარიშხლების კლასიფიკაცია სულ ხუთ დონეს მოიცავს, საიდანაც G1 ყველაზე დაბალია, ხოლო G5 — ყველაზე მაღალი.

სპეციალისტების რჩევები

ჯანმრთელობაზე გეომაგნიტური გამოსხივების გავლენის თავიდან აცილების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა:

  • ფიზიკური აქტივობის შემცირება;
  • მაგნიტური გამოსხივების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნოზოლოგიებით დაავადებულებმა აცეტილსალიცილის მჟავის (ასპირინი) 1 აბი უნდა მიიღონ. ეს პრეპარატი ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის რისკს და აჯირჯვებს სისხლს;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ ყავა, მაგარი ჩაი და სხვა სასმელები, რომლებიც ბევრ კოფეინს შეიცავს;
  • გულის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა წინასწარ უნდა მოიმარაგონ წამლები;
  • ბევრი იარეთ ფეხით და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • თუ ხშირი დეპრესიისა და ემოციური დარღვევებისკენ ხართ მიდრეკილი, წინასწარ დაიწყეთ დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება;
  • კატაბალახას, კუნელის, გვირილის, სალბის ან ასკილისგან მომზადებული ჩაი ნერვული სისტემის დამშვიდებაში დაგეხმარებათ, მოადუნებს სხეულს და ხელს შეუწყობს სხვადასხვა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას;
  • თავის ძლიერი ტკივილის დროს არ ღირს მედიკამენტებზე უარის თქმა – ნუ მოითმენთ ტკივილს, უმჯობესია წამალი დაუყოვნებლივ მიიღოთ.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები