მისტიკის დასასრული – ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო

რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავები, უგზო-უკვლოდ-უოკეანეოდ დაკარგული გემები, ხომალდები, გაუჩინარებული ცხედრები…. და კიდევ ათასი რამაა, რის გამოც ბერმუდის სამკუთხედს „საშინელებათა მიწად“, „ეშმაკის კუნძულად“ თვლიან.

ამ ბლოგში შევეცდებით დავამსხვრიოთ მითები და დაგანახოთ რეალობა.

რეალობა კი ასეთია – ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო არ ამოხსნილა, რადგან ამ კუნძულზე არანაირი საიდუმლო არ არსებულა.

მაშინ, რას განვიცდით ათწლეულები?

სიმართლე გითხრათ, ჭიანჭველისგან სპილოს შექმნა ჩვენი პროფესიაა.

ჩვენი ანუ ჟურნალისტების.

წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხი მიაწყდება სათაურს „10 იდუმალება, რომელსაც ბერმუდის სამკუთხედი ინახავს“ ან „5 მისტიკური ამბავი დაწყევლილი კუნძულიდან“…

რეკლამა
eudora.ge

ხალხს მისტიკა უფრო იზიდავს, ვიდრე გეოგრაფია. აბა, ვის წააკითხებ სტატიებს ერთი ჩვეულებრივი კუნძულის შესახებ?

სტატიები იქეთ იყოს და – ბერმუდის სამკუთხედისთვის მიძღვნილი წიგნების რაოდენობის რიგ ქვეყნებს შეშურდებათ. ეს წიგნები რომ ბესტსელერებად იქცა, კიდევ ცალკე დრამაა.

და მაინც საიდან დაიწყო ყველაფერი?

1937 წელს 100-ობით თვითმხილველი ამტკიცებდა, რომ ციდან თვითმფრინავი მოულოდნელად გაქრა. ლორენს კუშემ, ავტორმა წიგნისა „ბერმუდის სამკუთხედის მისტიკა გადაჭრილია“, გამოიკვლია იმ დროის დაკარგულ თვითმფრინავთა საქმეები და ვერ იპოვა ვერცერთი ისტორია ბერმუდის სამკუთხედზე უგზო-უკვლოდ დაკარგული თვითმფირნავისა.

1945 წელი „ფლაით 19“ – ამ ფრენას 13 თვითმფრინავი და მათი გამოცდილი ეკიპაჟი შეეწირა. ლეგენდის თანახმად, ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ეს ამბავი ამოუხსნელ ფენომენად შეირაცხა და ბერმუდის სამკუთხედიც ასე „დაიბადა“.

სინამდვილეში ამბავი იყო ასეთი: გამოცდილი პილოტი მხოლოდ პირველ თვითმფრინავს ჰყავდა, რომელიც დანარჩენებს წინ მიუძღოდა. შემონახულია ჩანაწერები, როცა ის გამშვებ პუნქტს ესაუბრებოდა. პილოტის თქმით, ორი კომპასი მწყობრიდან გამოვიდა და კარგად ვერ ხვდებოდა, საით მიდიოდა – ფლორიდაში თუ ტეხასში. მას უკან 12 თვითმფინავი მიჰყვებოდა. როგორც ირკვევა, ისინი ცაში დაიკარგნენ და რომელიღაც კუნძულზე ჩამოვარდნენ.

ბერმუდის სამკუთხედი არაა ცივილიზაციისგან მოწყვეტილი. იქ ისეთივე სიხშირით იკარგებიან ხომალდები, როგორც სხვაგან.

1976 წელს ყველაზე გამოცდილ საზღვაო მზღვეველს, ლოიდს ჰკითხეს, იყო თუ არა რისკი ბერმუდის სამკუთხედზე მოგზაურობისას? მისი პასუხი იყო – არა.

მეტიც – 2013 წლის მსოფლიო ბუნების ფონდმა გამოაქვეყნა ყველაზე საშიში ადგილების სია. სიაში შავი ზღვაც მოხვდა, თუმცა არ მოხვედრილა ბერმუდის სამკუთხედი.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები