“მილიონრების ბუნკერი” – სად იცხოვრებენ ტრამპები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ?

pagesix.com-სთვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ დო­ნალ­დის 39 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ფლო­რი­და­ში, Indian Creek Island-ზე 30-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნეს მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­დაც სა­სახ­ლის აშე­ნე­ბას და სწო­რედ იქ ცხოვ­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

ეს არის კუნ­ძუ­ლი, რო­მელ­საც “მი­ლი­ონ­რე­ბის ბუნ­კერს” უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ამ ად­გი­ლას მხო­ლოდ უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ მას შემ­დეგ, რაც დო­ნალდ ტრამ­პი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხდა, ივან­კა ტრამ­პი და­კა­ვე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბით და მან არა­ერ­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ნახა მა­ი­ა­მი­ში, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო და მდიდ­რულ კუნ­ძულ­ზე შე­ა­ჩე­რა.

კუნ­ძულს ჰყავს სა­კუ­თა­რი 13-კა­ცი­ა­ნი პო­ლი­ცია და იქ გან­თავ­სე­ბუ­ლია 34 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რე­ზი­დენ­ცია. მე­დი­ის ცნო­ბით, ივან­კა ტრამპმა და ჯა­რედ კუშ­ნერ­მა ის ად­გი­ლი იყი­დეს, რო­მე­ლიც ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ასს ეკუთ­ვნო­და. ქო­ნე­ბის ზუს­ტი ფასი 31,8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი მათ გა­და­სა­ხა­დე­ბის სა­ხით 472 764 დო­ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევთ.

იქ მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არა­ვის აქვს.კუნ­ძულ­ზე მოხ­ვედ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხმე­ლეთს ის ულა­მა­ზე­სი ხი­დით უკავ­შირ­დე­ბა.

რეკლამა
eudora.ge

ამ კუნ­ძუ­ლის ამ­ჟა­მინ­დელ და ყო­ფილ მა­ცხოვ­რებ­ლებს შო­რის არი­ან ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი, მი­ლი­არ­დე­რი კარლ იკა­ნი, ნორ­მან ბრე­მა­ნი, ად­რი­ა­ნა ლიმა, მი­ლი­ო­ნე­რი ჯეფ სო­ფე­რი, რიკი მარ­ტი­ნი.

ხიდი, რომ­ლი­თაც კუნ­ძუ­ლი ხმე­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა
ეს რიკი მარ­ტი­ნის სახ­ლია, რო­მე­ლიც კუნ­ძულ­ზე ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე მომ­ღე­რა­ლი აქ აღარ ცხოვ­რობს

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები