„მილენიუმის თაობას არ უნდა ხიხოსტანში ცხოვრება“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში “მთავარი დებატები”, იხსენებს თავისი მეგობრის მონაყოლს, ვისი 18 წლის შვილები მხოლოდ მას შემდეგ დადიან საპროტესტო აქციებზე, რაც არჩევნებზე ხმა მისცეს, მერე კი თავად დარწმუნდნენ, რომ მათი ხმები მოიპარეს.

“მე რომ საქართველოში ვყოფილიყავი, “ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ 50 %-ს აიღებდა” – სააკაშვილი

“ჩემი მეგობარი არ არის აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და მიყვებოდა, რომ მისი 18 წლის შვილები, ბიჭი და გოგო, ტყუპები, მივიდნენ 31 ოქტომბერს არჩევნებზე და მანამდე აპოლიტიკურები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ ყველა აქციაზე დადიანო, რადგან მიხვდნენ და დარწმუნდნენო, რომ მათი ხმები ვიღაცამ მოიპარა.

რეკლამა
eudora.ge

დიპლომატიური სკანდალი და ზარი კიევსა და ვაშინგტონში – “კელი დეგნანი კატეგორიულად ითხოვდა, სააკაშვილი თანამდებობაზე არ დაენიშნათ”

ანუ მათ ვიღაცამ აახია ხმები. რაღა ვიღაცამ, მათ უთხრეს, რომ თქვენ აღარ ხართ საქართველო, ხართ ხიხოსტანი და თქვენ გმართავთ არა ხელისუფლება, არამედ გმართავთ ხიხო და თქვენ ხართ ხიხოს ყმები… ჰოდა, ამ მილენიუმის თაობას, რომელიც კომპიუტერზეა გაზრდილი და რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს, არ უნდა, იყოს ხიხოს ქვეშევრდომი და იცხოვროს ხიხოსტანში, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარ დებატებში”.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები