“მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ…” – ზურა ჯაფარიძე

„ერთი რაშიც ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა არ ვიცი, ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული ამბავია და ხდება ეგეთი რაღაცები. მე ვიზე რა უნდა ვთქვა, აგერ, გავიყავით ერთი-ორი კვირის წინ…”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას.

რეკლამა
eudora.ge

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები