მეუფე იაკობი: ეს ვირუსი ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები

ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს.“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგებისას მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის დროს ექიმების ღვაწლი და დამსახურება დიდია.

„თქვენ წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო და თქვენი სახით მთელი მსოფლიოს ექიმების მიმართ, მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს, ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს, ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს.

ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან არ გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვექნება, მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

რეკლამა
eudora.ge

სხვა სიახლეები

სხვა სიახლეები