„სიგიჟემდე მენატრება ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა, ჩემი ვენახი მენატრება, ჩემი ახლობლები მენატრებიან“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„ყველანაირ ამბიციას გვერდზე ვდებ, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამომესვლებოდეს, რა თქმა უნდა, მენატრება სიგიჟემდე ჩემს მიწაზე ფეხის დადგმა, ჩემი ვენახი მენატრება, ჩემი ახლობლები მენატრებიან, მაგრამ მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა, არ მინდა არც ერთი პოლიტიკური ამბიცია დავიკმაყოფილო საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.